ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანია გაიხსნა 2000 წელს. მისი მთავარი მიმართულება იყო სალომბარდე მომსახურება.
იმ პერიოდში საქართველოში ეს სერვისი იყო სრულიად ახალი როგორც ჩვენთვის, ასევე კლიენტებისთვის. ტექნიკური და ორგანიზაციური პრობლემები ჩვენმა გუნდმა იოლად გადალახა. პრობლემა იყო და სამწუხაროდ დღემდე რჩება ამ პროდუქტისადმი ხალხის გაუთვითცნობიერება და აქედან გამომდინარე უნდობლობა.
რა არის ლომბარდი?
ლომბარდი (სახელწოდება წარმოიქმნება Lombardia, იტალიის ერთ-ერთი რეგიონიდან) არის სპეციალიზირებული კომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიმართულებაა მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი კრედიტის გაცემა მოძრავი და უძრავი ქონების გირავნობით და ან ქონების დაუზიანებელი შენახვის უზრუნველყოფით.
რაში მდგომარეობს ჩვენი კომპანიის უპირატესობა?
1. კლიენტისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ნივთის დროულად და დაუზიანებლად დაბრუნებაში.
2. ამ მომსახურეოში აღებული სარგებლის სარგებლის (%-ს) მინიმალურამდე დაყვანა. კერძოდ, ოქროს ნივთებზე 1,5 % თვეში ჯარიმების გარეშე. ტექნიკაზე 3-5 % ჯარიმების გარეშე.
3. ყველა ნივთის ინდივიდუალური შეფასება ნაკეთობის გათვალისწინებით კლიენტთან შეთანხმებით.
4. თანხის ნაწილობრივი დაფარვა კლებადი პროცენტით.
5. სხვა კომპანიებიდან პორტირების შემთხვევაში - პირველი თვე პროცენტის გარეშე.
6. დახმარება იმ შემთხვევაში თუ კლიენტი ვერ ახერხებს ნივთის დაბრუნებას და გადაწყვიტავს რეალიზაციას. (სხვაობის კლიენტზე დაბრუნება).
7. სესხი შესაძლებელია გაიცეს ლარშიც (2-2,5 %) და დოლარშიც.
8. ასევე კლიენტებს დავეხმარებით ოქროს რეალიზაციაში ან ოქროს შეძენაში.
9. ზემოთ ჩამომთვლილ პირობებზე ჩვენს კომპანიას შეუძლია გაუწიოს კიდევ მეტი შეღავათი კლიენტს ინდივიდუალურად.
.
და ეს ყველაფერი რეალურია.
მობრძანდით და თავად დარწმუნდებით!

Комментариев нет:

Отправить комментарий